„ვაპირებთ შიგნით შემოსვლას" - სანაია გოლემაურის მოსმენაზე სხდომაზე შესვლას აანონსებს

პუბლიკა

„ჩვენ ყველანი ხვალ 12 საათზე ვიქნებით აქ, საქართველოს პარლამენტთან”,  – ამის შესახებ ჟურნალისტმა ვახო სანაიამ სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით საუბრისას აქციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ხვალ პარლამენტში 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით შს მინისტრი ვახტანგ გომელაური უნდა მივიდეს. როგორც სანაია ამბობს, „ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ სხდომაზე აღმოჩნდნენ”.

„ხვალ ამ შენობაში მოდის 5 ივლისის ერთ-ერთი შემოქმედი, შინაგან საქმეთა, პირადად ჩემთვის, ყოფილი მინისტრი ვახტანგ გომელაური. ჩვენ ჟურნალისტები ხვალ ვიკრიბებით აქ, მოვუწოდებთ პარლამენტის თავმჯდომარეს, არ გადაკეტოს ჩვენი საკანონმდებლო ორგანოს კარები, როგორც ეს წინა შემთხვევაში გააკეთა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სხდომაზე აღმოვჩნდეთ.

მე აქ ვხედავ ოპოზიციის წარმომადგენლებს, შედით ხვალ პარლამენტის სხდომაზე. თქვენ უნდა იყოთ ჩვენი ხმა. იმიტომ, რომ იმ ტყუილებს რასაც შს მინისტრი იტყვის, თქვენ უნდა გაუწიოთ წინააღმდეგობა. ჩვენც ვაპირებთ შიგნით შემოსვლას”, – განაცხადა მან.

„გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი, დაისაჯოს ყველა მოძალადე”, – პარლამენტის წინ მედიასაშუალებების ორგანიზებით დღეს მორიგი აქცია გაიმართა.