საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ 2020 წლის ანგარიში წარადგინა.
ანგარიშის წარდგენის შემდეგ მან დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა. ომბუდსმენმა ასვე, ვაქცინაციის შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, ის რომ ქვეყანაში ვაქცინა არ არის, შეიძლება შეფასდეს ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უფლების დარღვევად.
„კრიტიკულად ვაფასებთ შექმნილ მდგომარეობას. იმ ვითარებაში, როდესაც ვაქცინა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საშუალება, რომელიც იცავს ადამიანებს მძიმე დაავადებებისგან და სიკვდილიანობისგან და როდესაც დღეს ქვეყანაში არ გვაქვს ვაქცინა, ეს შეიძლება შეფასდეს როგორც სახელმწიფოდ მხრიდან ადამიანის ჯანმრთელობის და სიცოცხლის უფლების დარღვევა. ძალიან კრიტიკული ვიქნებოდი ამ მიმართულებით”, – ამბობს ომბუდსმენი.
როგორც მან თქვა ასევე კრიტიკის საგანია, რომ კონკრეტული გადაწყვეტილებები სახელმწიფოს მხრიდან ეხება ეს შეზღუდვების შემოღებას თუ გაუქმებას, არ არის დასაბუთებული, რატომ მიიღება კონკრეტული შეზღუდვები რის საფუძველზე, რატომ ხდება კონკრეტული შეზღუდვის მოხსნა, მაშინ, როდესაც ქვეყანაში მაღალია სიკვდილიანობის მაჩვენებელი და არ არის ვაქცინები.