„ის, რომ აცრილს კოვიდი დაუდასტურდა, ნორმალურია. ეს ფაქტი არ ნიშნავს, რომ ვაქცინა არ მუშაობს”, – ამის შესახებ ამერიკაში მომუშავე ქართველი ექიმი ნანა გეგეჭკორი facebook-ზე წერს. გთავაზობთ მის განმარტებას:
„ამ დროისთვის არსებული არცერთი ვაქცინა სრულად არ იცავს ინფიცირებისგან. ყველა მათგანი იცავს დაავადების სიმპტომატური/მძიმე ფორმების, ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილისგან. ის, რომ აცრილს კოვიდი დაუდასტურდა, ნორმალურია. ეს ფაქტი არ ნიშნავს, რომ ვაქცინა არ მუშაობს. მეტიც, ერთეულ შემთხვევებში მძიმე ფორმების განვითარებაც შესაძლებელია, რადგან 100%-იან დაცვას არცერთი ვაქცინა არ დაგვპირებია.
ამერიკის მაგალითზე შემიძლია ვთქვა, ვაქცინაცია ნამდვილად ეფექტურია. იქ, სადაც მე ვმუშაობ, წინა კვირას მხოლოდ 4 COVID-ინფიცირებული იყო, არცერთი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, მაშინ როცა რამდენიმე თვის წინ იყო პერიოდები, 400-ზე მეტი ერთროულად იყო მართვით სუნთქვაზე”, – წერს ექიმი.