იმ პირებს, ვისაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაადგილება არ შეუძლიათ, Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ბინაზე ჩაუტარდებათ. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების განცხადებით, ვისაც ვაქცინაციის სერვისის ბინაზე მიღება სურს, უნდა დარეკოს ცხელ ხაზზე – 1522.
როგორც ჯანდაცვის სამინისტრო იუწყება, ვაქცინის დანაკარგის თავიდან ასაცილებლად, მობილური ჯგუფები გამოძახებაზე პერიოდულად, მოთხოვნილი ვაქცინის მიხედვით გადიან.
ვაქცინაციის დიდი ცენტრების მიმართულებით სპეციალური ტრანსპორტის მოძრაობის სქემა შეგიძლიათ ნახოთ აქ.