ვაქცინაციის დაწყებიდან დეკემბრის ჩათვლით, სრულად ვაქცინირებულების მხოლოდ 6.46% დაინფიცირდა - NCDC

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის 2020-2021 წლის ანგარიშში (მე-8 გადახედვა) ნათქვამია, რომ ქვეყანაში კოვიდ საწინააღმდეგო ვაქცინაციის დაწყებიდან, 2021 წლის მარტიდან 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, სრულად ვაქცინირებული 1 151 070 პირიდან იდენტიფიცირებული იქნა 74 804 კორონავირუსით ინფიცირების ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა.

დროის იმავე პერიოდში ვირუსით ინფიცირება ლაბორატორიულად დადასტურებულია ერთი დოზით აცრილი 21288 და ერთი ბუსტერ დოზით აცრილი 133 შემთხვევა.