ვაქცინაციის დროს გაშიშვლებული პოლიტიკოსების ფოტოები ინტერნეტტრენდად იქცა

პუბლიკა

COVID-19-ის წინააღმდეგ ვაქცინაციის პოპულარიზების მიზნით პოლიტიკოსები აცრის დროს გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებენ. ამ კამპანიის პერიოდში პოლიტიკოსთა ნაწილი წელსზემოთ გაშიშვლდა და კამპანია ინტერნეტის ახალი ტრენდად იქცა.

კამპანია განსაკუთრებით პოპულარული 19 იანვრიდან გახდა, როდესაც საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ კირიაკოს მიცოტაკისის ფოტოები ინტერნეტში განხილვის საგანი გახდა.

რამდენიმე დღეში დიდი ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის დეპუტატის, ბრენდან კლარკე-სმიტის მსგავსი ფოტოებიც გავრცელდა.

დეპუტატის შემდეგ ფოტოები Twitter-ზე საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრმა ოლივიე ვერანმა გამოაქვეყნა:

კამპანიაში დიდი ბრიტანეთიდან კიდევ ერთი დეპუტატი ჯონი მერსერი ჩაერთო. სიშიშვლის გამო კრიტიკას მეერსერმა ხუმრობით უპასუხა – „კუნთების გამო სახელოები მაღლა ვერ ავიწიე“.

დღეს კი უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აიცრა. მან ოქსფორდის/ასტრაზენეკას ვაქცინა უკრაინელ ჯარისკაცებთან ერთად გაიკეთა.

თუმცა ამ კამპანიის პერიოდში ყველაზე პოპულარული ხორვატიის ფინანსთა მინისტრი მარიჩ ზდრავკო გახდა, რომელიც ვაქცინაციის დროს ჩაცმული იყო: