ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის” ეთერში განაცხადა, რომ ვაქცინაციის პროცესში მონაწილე ჯგუფებს შესაძლოა დაემატონ ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები.
„თქვენ იცით, რომ გადაწყვეტილება გვაქვს მიღებული – პირველ რიგში ვცრით რისკჯგუფებს. შესაძლებელია, რომ დაემატოს ქრონიკული დაავადებების ჯგუფი, ვინაიდან მათთვისაც, როგორც იმ ჯგუფების, რომლებიც ჩართულები არიან ვაქცინაციის პროცესში, კოვიდინფექციის საფრთხე ყველაზე მაღალია“, – აღნიშნა ტიკარაძემ.
ამ ეტაპზე ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია შეუძლია: სამედიცინო პერსონალს, 55 წელს ზემოთ მოსახლეობას, დიალიზზე მყოფ და ორგანოგადანერგილ მოქალაქეებს.