ვაქცინაციის შემდეგ მეც მქონდა გვერდითი მოვლენები, კერძოდ, სისუსტე, რაც ნორმალურია - ტიკარაძე

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ვაქცინაციის შემდეგ მცირე გვერდითი მოვლენები მასაც ჰქონდა, თუმცა მისივე თქმით, „ეს აბსოლუტურად ნორმალურია“. ამის შესახებ მან „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში ისაუბრა.

„მე თავს კარგად ვგრძნობ, მეც მქონდა გვერდითი მოვლენები, კერძოდ, სისუსტე, რაც აბსოლუტურად ნორმალურია. სხვა საგანგაშო არანაირი სიმპტომი არ მქონია. ალბათ აკვირდებით, რომ მთელი კვირა აქტიურად განვაგრძობთ მუშაობას, რაც ადასტურებს იმას, რომ AstraZeneca-ს ყველა შემთხვევაში არ აქვს საკმაოდ რთული გამოსავალი და აქედან გამომდინარე, ალბათ, კარგი იქნება, რომ ვენდოთ მასაც, ისევე როგორც Pfizer-ს,“ – ამბობს ჯანდაცვის მინისტრი.

ეკატერინე ტიკარაძე AstraZeneca-ს ვაქცინით 23 მარტს აიცრა.