„ვარ დაზაფრული და შეურაცხყოფილი"- გრიგოლ ვაშაძე პაპუაშვილის განცხადების შეფასებისას

პუბლიკა

„როგორც საქართველოს მოქალაქე, ვარ დაზაფრული და შეურაცხყოფილი”, – ამბობს გრიგოლ ვაშაძე შალვა პაპუაშვილის განცხადების შეფასებისას.

„რა ოფიციალურ მოწვევას ელოდები მაშინ, როდესაც ჩვენს თვალწინ მეორდება ის ბარბაროსობა რაც აფხაზეთში მოაწყვეს ამ ველურებმა და რაც ახლა გააკეთეს ბუჩაში.

როცა პარლამენტის თავმდჯომარე ჩადის უკრაინაში, ბუჩაში, ხვდება უკრაინელებს, ისევე როგორც ამას ქალბატონი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ბატონი ჟოზეფ ბორელი აკეთებენ, ეს ჩვენი სურვილი კი არ არის, ეს არის ჩვენი მოვალეობა, თუ ჩვენ გვინდა დემოკრატიული სამყაროს ნაწილი გავხდეთ.

ევროკავშირი ამას როგორ შეხედავს, ეს რა განცხადება იყო, ამის გატარება და გადაყლაპავა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. არც პოლიტიკური, არც პრაგმატული და არც მორალური გამართლება ამ ნაბიჯს არ აქვს” – ამბობს ვაშაძე.

საქართველს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი უარს აცხადებს უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარის მიწვევაზე. „საკითხების განუმარტებლობის ფონზე, ოფიციალური მოწვევა არასათანადოდ ჩანს”. – დაწერა მან ფეისბუქზე.