ვარდების რევოლუციის 18 წლისთავთან დაკავშირებით თავისუფლების მოედნიდან ყოფილ ვარდების მოედნამდე (პირველი რესპუბლიკის მოედანი) ცოცხალი ჯაჭვი დაიგეგმა.
ფეისბუქზე შექმნილი ღონისძიების ორგანიზატორი – ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანია.
„2003 წლის 23 ნოემბრის შემდეგ საქართველო გახდა ქვეყანა კორუფციის გარეშე. ახალგაზრდებს მიეცათ შესაძლებლობა, უმაღლესი განათლება „ჩაწყობის” გარეშე მიეღოთ. დარიგდა გაყინული და გაზრდილი პენსიები, მივიღეთ საპატრულო პოლიცია – რუსული „გაის” ნაცვლად, გაწვრთნილი ჯარი – მშიერი ჯარის ნაცვლად, წესრიგი – კრიმინალის ნაცვლად, აღმშენებლობა – სიბნელის ნაცვლად, აჭარა ასლანის გარეშე, რეფორმები – უძრაობის ნაცვლად და რაც მთავარია, დასავლეთი – რუსეთის ნაცვლად.
18 წლის შემდეგ, ყველა, ვინც ვარდების რევოლუციის მთავარი იდეალებისა და პრინციპების ერთგული დარჩა, ვიკრიბებით ცოცხალ ჯაჭვში, თავისუფლების მოედნიდან ვარდების (რესპუბლიკის) მოედნამდე“, – წერია ღონისძიების აღწერაში.