სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან შეხვედრას „ტვიტერზე“ ეხმაურება.
ვარჰეის თქმით, შეხვედრაზე ევროკავშირის გზაზე საქართველოს პროგრესი განიხილეს.
„საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დამარწმუნა, რომ პროგრესი 12 რეკომენდაციის შესრულების მხრივ სწორი მიმართულებით მიმდინარეობს. მნიშვნელოვანია ამ სამუშაოს გაგრძელება და დაჩქარება 2023 წლის გაფართოების ანგარიშამდე“, – წერს ოლივერ ვარჰეი.
Discussed #Georgia’s progress on its EU path.
?? Minister Darchiashvili assured me that progress on the 12 priorities is well on track.
Important to continue & accelerate this work before our 2023 Enlargement Report. @iliadarch @MFAgovge pic.twitter.com/XFmkq42xS5
— Oliver Varhelyi (@OliverVarhelyi) July 19, 2023