ვარკეთილში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა

პუბლიკა

ვარკეთილში, საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა, რასაც ერთი ადამიანი ემსხვერპლა.

საგანგებოს სიტუაციების მართვის სამსახურში „პუბლიკას“ უთხრეს, რომ ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია.

„ცეცხლი ეკიდა მეექვსე სართულზე საცხოვრებელ ბინას, მეხუთე და მეშვიდე სართულების აივნებს. მოხდა კორპუსის ევაკუაცია. მეშვიდე სართულზე  ბინაში ნაპოვნია ერთი მამაკაცის ცხედარი“, – ამბობენ საგანგებოს სიტუაციების მართვის სამსახურში.

მათივე ცნობით, ხანძრის შედეგად სხვა დაშავებული არავინაა. ადგილზე მობილიზებული იყო  9 ეკიპაჟი.