ვარკეთილში საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა

პუბლიკა

თბილისში, ვარკეთილში ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ადასტურებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

მათივე ცნობით, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.

შემთხვევა დღეს, 29 მარტს, დილით მოხდა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი მოხუცი ქალია. ცეცხლის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.