ვარკეთილში ერთ-ერთ კორპუსში, შეიარაღებული მამაკაცი საცხოვრებელ სახლში ჩაიკეტა და უმისამართოდ ისვრის, – ამის შესახებ ინფორმაცია „პუბლიკას” შსს-ში დაუდასტურეს.
როგორც უწყებაში ამბობენ, მამაკაცი ნასვამ მდგომარეობაშია. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, კორპუსი ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული და მასთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები.
„პიროვნება არის შეიარაღებული, სავარაუდოდ ნასვამ მდგომარეობაშია. არის ჩაკეტილი საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე, საიდანაც რამდენჯერმე უმისამართოდ გაისროლა. პერიმეტრზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები, მოსახლეობის უსაფრთხოება დაცულია, ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს მოლაპარაკებებლი… ოჯახის წევრები – შვილები, მეუღლე არიან უსაფრთხოდ, მარტო არის ჩაკეტილი საცხოვრებელ სახლში, საიდანაც განახორციელა გასროლა. მასთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები, როგორც პირადად, ასევე სატელეკომუნიკაციო საშუალებით”, – აცხადებს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ვაჟა სირაძე.