ვარლამ ლიპარტელიანმა სპორტული კარიერა დაასრულა

პუბლიკა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანმა ვარლამ ლიპარტელიანმა სპორტული კარიერა დაასრულა. ამის შესახებ მან თავად დაწერა სოციალურ ქსელში. ის ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობდა, რომელიც უშედეგოდ დაასრულა.

„მადლობა ღმერთს იმისთვის, რაც მომცა. დღემდე იყო ბევრი სიხარული, ბევრი გულის ტკენა, მაგრამ ამ ყველაფერმა მე ძალიან გამაძლიერა, როგორც პიროვნება.

მადლობა ჩემს ოჯახს, ჩემს მეუღლეს ჩემს შვილებს რომლებმაც ჩემ ცხოვრებაში უდიდესი როლი შეასრულეს. ვამაყობ თქვენით, მადლობა ყველას ვინც დღემდე გვერდში მედგა. ვერასოდეს გადავიხდი თქვენს ამაგს.

მაგრამ დგება ცხოვრებაში მომენტი, როცა რაღაც მთავრდება და ეს ის დღეა როცა ჩემთვის სპორტული კარიერა დასრულადა. ვერასოდეს გადავიხდი თქვენს ამაგს ერთგულო გულშემატკივრებო. ვერ შევძელი ვიცი თქვენი გახარება. მტკივა მაგრად ეს ყველაფერი და ალბათ დიდხანს გამყვება ცხოვრებაში ,უბრალოდ შეუძლებელია ყველაფერი თქვა ამ დროს მაგრამ მინდა იცოდეთ რომ უზომოდ მიყვარხართ, “- წერს ვარლამ ლიპარტელიანი.