„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვასაჯაროებთ მიხეილ სააკაშვილის მიერ საკვების მიღების ფაქტების გარკვეულ ნაწილს“, – ნათქვამია პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. განცხადებას თან ახლავს ვიდეომასალა.
„აღნიშნული ვიდეომასალა ნათლად ასახავს იმას, თუ როგორ იღებს პატიმარი მიხეილ სააკაშვილი საკვებს და ნატურალურ წვენებს დღის სხვადასხვა მონაკვეთში. ასევე ვასაჯაროებთ იმ პროდუქტების ამსახველ ფოტომასალას, რომელიც მიიღო მიხეილ სააკაშვილმა“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
გუშინ ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ეთერში იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ თქვა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ფაფებსა და ნატურალურ წვენებს იღებს.