ვაშაძე სააკაშვილს შეხვდა: ვისაუბრეთ იტალიაში მთავრობის გადაყენებაზე, აშშ-ზე, დიდ ბრიტანეთზე

პუბლიკა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ და დიპლომატმა, გრიგოლ ვაშაძემ მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში მოინახულა. კლინიკის დატოვების შემდეგ ვაშაძემ განაცხადა, რომ სააკაშვილთან ქართულ პოლიტიკაზე არ უსაუბრია, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და საჭიროა მისი მრავალპროფილურ სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა.

„შემიძლია, გითხრათ, რაზეც ვილაპარაკეთ: უკრაინა, იტალიაში მთავრობის გადაყენება და ბატონი მარიო დრაგის დასრულება, როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, შეერთებული შტაბები, გაერთიანებული სამეფო. არაფერი ქართულ პოლიტიკაზე ჩვენ არ გვილაპარაკია. ქართულ პოლიტიკაზე რომ  ვისაუბროთ, მაშინ მე და მიშამ 2013 წლიდან უნდა დავიწყოთ საუბარი. ამისთვის ახლა არც დროა და არც საჭიროება. მრავალპროფილურ, სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა ევროპის კავშირის ერთ-ერთი წინაპირობაა. ამას არც ოქსფორდის და არც სორბონის განათლება არ სჭირდება, კლინიკური იდიოტი უნდა იყო, რომ ვერ მიხვდე, რა გითხრეს ბრიუსელიდან, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილზე“. – განაცხადა ვაშაძემ.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები ბოლო დღეების განმავლობაში ხშირად აკეთებენ განცხადებებს მიხეილ სააკაშვილის ქართული პოლიტიკიდან წასვლის შესახებ. დღეს ასეთი შინაარსის მორიგი განცხადება გააკეთა ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ. ქართულ პოლიტიკაში სააკაშვილის როლზე საუბრობენ მისი ოჯახის წევრებიც.