ოპოზიცია პარლამენტის შესასვლელების პიკეტირებას იწყებს

პუბლიკა

„მოგიწოდებთ, დავიწყოთ პიკეტირება პარლამენტის შესასვლელების. მარჯვნივ, მარცხნივ და უკანა მხარეს”, – ამის შესახებ პარლამენტის შენობის წინ შემკრებილ მოქალაქეებს „ახალი საქართველოს” ლიდერმა მიმართა,

„ვინც არის პიკიტირებისთვის მზად, დავიძრათ პარლამენტის გარშემო ტერიტორიაზე. პარლამენტის სესია ვერ ჩატარდება სპეცრაზმისა და სხვადასხვა სპეცსამსახურების გარეშე. ჩვენ, ასევე ამ შემოვლის დროს, მოვუწოდებთ პოლიციელებს, რომ მათ არ დაარღვიონ კანონი. ჩვენ არ გვინდა პოლიციასთან ჭიდაობა. ჩვენ გვინდა, რომ მშვიდობიანად მივიდეთ პიკეტირების ლოკაციამდე. ხალხს აქვს უფლება გადაკეტოს გზა, სადაც მას უნდა, თუ არის შესაბამისი რაოდენობა. და აქ არის ბევრი ხალხი”, – განაცხადა ვაშაძემ.

პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ანონის მიხედვით, ხვალ, 26 ნოემბერს 11:30 საათზე ჩანიშნულია ბიუროს, ხოლო 12 საათზე პლენარული სხდომა.