ვაშინგტონი ყურადღებით აკვირდება სააკაშვილის მდგომარეობას და წინასაარჩევნოდ არსებულ სიტუაციას - დეგნანი

პუბლიკა

საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის თქმით, ვაშინგტონი ყურადღებით აკვირდება მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას, ასევე მიიჩნევენ, რომ მნიშვნელოვანია მშვიდი წინასაარჩევნო გარემო იყოს და პარტიებმა ყურადღება გადაიტანონ პროგრამებისა თუ იდეების ამომრჩევლისთვის გაცნობაზე.

„ვიცი, რომ ბევრი ქართველი ყურადღებით აკვირდება ბატონი სააკაშვილის ირგვლივ არსებულ ვითარებას. მსურს, დაგარწმუნოთ რომ აშშ-ის საელჩო, ვაშინგტონი საკმაოდ ყურადღებით აკვირდება მის მდგომარეობას და არსებულ სიტუაციას.

მიმაჩნია, რომ არსებობს სივრცე, პარტიების მხრიდან ყურადღების გადატანა მოხდეს არჩევნებზე, ამომრჩევლებთან ურთიერთობებზე, პროგრამების, იდეების და პლტფორმების გაცნობის კუთხით. კანდიდატებმა შეძლონ კამპანიის, პლატფორმების გამოყენება.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მომავალი პერიოდი იყოს მშვიდი და შეიქმნას შესაბამისი გარემო არჩევნების ჩასატარებლად. ძირითადად ამ საკითხებზე გვაქს ყურადღება გამახვილებული და ბატონი სააკაშვილის მდგომარეობასაც დავაკვირდებით“, – განაცხადა კელი დეგნანმა.