ვატიკანში ლეო XIV-ის ინაუგურაციის შემდეგ ზელენსკისა და ვენსის შეხვედრა გაიმართა

პუბლიკა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვატიკანში 18 მაისს, პაპი ლეო XIV-ის ინაუგურაციის შემდეგ, აშშ-ს ვიცეპრეზიდენტ ჯეი დი ვენსს შეხვდა.

„კარგი შეხვედრა მქონდა აშშ-ს ვიცეპრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან და სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან რომში.” – დაწერა ზელენსკიმ X-ზე.

შეხვედრას ასევე აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიოც ესწრებოდა.

ზელენსკის წერს, რომ მან ვენსსა და რუბიოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების საჭიროებაზე ესაუბრა. ასევე, მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ვაჭრობა, თავდაცვის კუთხით თანამშრომლობა, ბრძოლის ველზე არსებული ვითარება და ტყვეების გაცვლის საკითხი.

„რუსეთზე წნეხი უნდა გაგრძელდეს, სანამ ის მზად არ არის ომის დასასრულებლად და, რა თქმა უნდა, ჩვენ განვიხილეთ ერთობლივი ნაბიჯები სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად.” – წერს ზელენსკი.