ვაწარმოებთ მოლაპარაკებას „აზოვსტალიდან“ 60 ადამიანის გამოყვანის შესახებ - ვერეშჩუკი

პუბლიკა

უკრაინის ვიცეპრემიერი, ირინა ვერეშჩუკი აცხადებს, რომ მარიუპოლის მეტალურგიული ქარხნის, „აზოვსტალის“ შენობიდან არა 38, არამედ 60 ადამიანის შესაძლო ევაკუაციაზე უკრაინა მოლაპარაკებას აწარმოებს რუსეთთან. მისივე თქმით, საქმე ეხება ექიმებსა და მძიმედ დაჭრილებს.

„იქ რამდენიმე ასეული დაჭრილია, პირველ რიგში ისინი უნდა გადავარჩინოთ, რადგან რუსეთი ერთბაშად ყველაფერზე არ დაგვთანხმდება. პირველ რიგში, უნდა გამოვიყვანოთ მძიმედ დაჭრილები და ექიმები, მათი რაოდენობა 60-ია“, – განაცხადა ირინა ვერეშჩუკმა.


ვიცეპრემიერის ინფორმაციით, აზოვსტალში 1000-ზე მეტი უკრაინელი მებრძოლი იმყოფება.