ვაზისუბანში 30 წლამდე ქალი დაჭრეს

პუბლიკა

გუშინ, ვაზისუბანში 30 წლამდე ქალი დაჭრეს. ინფორმაცია „პუბლიკას” შსს-ში დაუდასტურეს.

კაცმა ქალს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. ის ინგოროყვას კლინიკაში მკურნალობს.

როგორც „პუბლიკას” კლინიკაში უთხრეს, მას აქვს მრავლობითი ჭრილობა, არის კონტაქტური, მდგომარეობა კი სტაბილურად მძიმედ ფასდება.

გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. კაცი უკვე დაკავებულია. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.