ვაზისუბანში, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, აფეთქება საცხოვრებელი კორპუსის ბინაში მოხდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში „პუბლიკასთან“ აცხადებენ, რომ ხანძარი ამ დროისთის ლოკალიზებულია. დაშავებულების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ამ დროისთვის უცნობია.
როგორც თვითმხილველი აცხადებს, ერთი დაშავებული ახალგაზრდა კაცი ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს.
ისნის რაიონის გამგებლის, ნიკა ელისაშვილის თქმით, აფეთქების შედეგად 5 ადამიანი დაშავდა. მათგან 4 ადამიანი გაზით მოიწამლა და საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. ერთ მამაკაცს კი შედარებით მძიმე დამწვრობა და დაზიანებები აქვს.