„ვირუსი არ ცნობს არც თანამდებობას, არც პოლიტიკურ გემოვნებას, რა თქმა უნდა, მე ვცდილობდი და ვიცავდი ყველა იმ წესს, რომელსაც ეპიდემიოლოგები გვირჩევდნენ, თუმცა, როგორც ჩანს, კიდევ უფრო მეტი ყურადღება უნდა გამომეჩინა“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ეს უნდა იყოს მაგალითი თითეული მოქალაქისთვის, რომ ზედმიწევნით დაიცვან ეპიდემიოლოგების რჩევები.
„ეს არის კიდევ ერთი მაგალითი თითოეული მოქალაქისთვის, რამდენად მნიშვნელობა აქვს ზედმიწევნით დავიცვათ ყველა ის წესი, რომელსაც ეპიდემილოგები გვიდგენენ. ეს არის ვირუსის შენელების და შეჩერების ერთადერთი გზა. მაგრამ, იმ შემთხვევაში, თუ მაინც დავინფიცირდით, საგანგაშო აქაც არაფერია, წყანარად და მშვიდად უნდა მივყვეთ ექიმების რჩევას“, – განაცხადა გახარიამ.
პრემიერის თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ბევრად უკეთესია.