ვცდილობთ, გავათბოთ წყალი და ისე გამოვიყენოთ – შს მინისტრი წყლის ჭავლზე

პუბლიკა

„ვცდილობთ, რომ გავათბოთ წყალი და თბილი წყალი გამოვიყენოთ“ – განუცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს.

მისი თქმით, პოლიცია აქციების დროს ხშირად უმოქმედოდაა და ისინი ხელკეტს, რეზინის ტყვიასა და გაზს არ იყენებენ. მხოლოდ რამდენჯერმე გამოიყენეს წყლის ჭავლი, რის გამოც უწყებას ლანძღავენ.

„ხშირად ხდება, უმოქმედობაში ვართ. თუ გამოვალთ, ხელკეტსაც არ ვხმარობთ, რეზინის ტყვიებს, არც გაზს და ელემენტარულად ორჯერ წყალს თუ მივასხამთ, ამაზეც გვლანძღავენ, როგორ შეიძლება სიცივეში წყლის გამოყენება. ახლა ვცდილობთ, რომ გავათბოთ წყალი და თბილი წყალი გამოვიყენოთ. ვმოქმედებთ, არ მოსწონთ, არ ვმოქმედებთ, არ მოსწონთ, რთულია. ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად,  მნიშვნელობა არ აქვს, რომელი მხარე იქნება, რომ ადამიანი არ დაზიანდეს, არ მოხდეს შეხლა-შემოხლა და განვარიდოთ ერთმანეთს“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.