ვცდილობთ, რომ მესამე ტალღა ისევე ავიცილოთ თავიდან, როგორც ეს პირველი ტალღისას მოვახერხეთ - იმნაძე

პუბლიკა

„ვცდილობთ, რომ მესამე ტალღა ( რომელიც ძალიან ბევრ ქვეყანაშია) ისევე ავიცილოთ თავიდან, როგორც მოვახერხეთ და პირველი ტალღა პრაქტიკულად ავიცილეთ თავიდან. იმედია გამოგვივა”, – ამის შესახდებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ე.წ. მესამე ტალღა „შესაძლებელეია, რომ დაახლოებით თებერვლის ბოლოდან დაიწყოს”. მან კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა წესების დაცვის მნიშვნელობას.

„მარტო შეზღუდვებზე აღარ არის ლაპარაკი.შეზღუდვები რა არის?! ჩვენ რომ არ ვიქცევით [კარგად], მერე ვიღაცამ უნდა შეგვზღუდოს, რომ ჩვენ დავიცვათ წესები. თუ ჩვენ ყველა დავიცავთ წესებს, იმედი მაქვს, რომ მესამე ტალღა არ იქნება ჩვენთვის ძალიან დამანგრეველი”, – ამბობს იმნაძე.