ვდგავართ უკრაინის გვერდით ამ მძიმე დროს - პაპუაშვილი

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებას გამოეხმაურა.

„სამწუხაროდ, უკრაინაში ომის თავიდან აცილება ვერ მოხერხდა. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, გადადგას ქმედითი ნაბიჯები რუსეთის  შესაჩერებლად და საერთაშორისო ნორმების დასაცავად. ვდგავართ უკრაინის გვერდით ამ მძიმე დროს“, – წერს პაპუაშვილი.

შალვა პაპუაშვილი საქართველოს ხელისუფლებიდან პირველია, ვინც უკრაინაში ომის დაწყებას ოფიციალურად გამოეხმაურა.

ჯერჯერობით, განცხადება არ გაუკეთებიათ საქართველოს პრემიერს, პრეზიდენტსა და საგარეო საქმეთა მინისტრს.