„გირჩის” ლიდერი, იაგო ხვიჩია, „პუბლიკასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ მისი მიზანია შეაგროვოს 113 დეპუტატი, რომელიც თანახმა იქნება კონსტიტუციაში შეიტანოს ცვლილება უბარიერო პროპორციული არჩევნების მისაღებად.
თუ მიზანს ვერ მიაღწია, და ოპოზიციონერი დეპუტატები ვერ დაითანხმა, ხვიჩია ამბობს, რომ „გირჩი” არ შევა პარლამენტში, დარჩება გარეთ, ოპოზიციასთან ერთად და შეეცდება იგი დაშალოს.
„თუ ქვეყანაში გყავს ოპოზიცია, თან გაერთიანებული, რომელსაც საღი აზრი არ აინტერესებს, რაღაც ხუშტურებზე თუ ვიღაცის ჯინაზე იქცევა ასე, ასეთი ოპოზიცია არ წარმოადგენს ღირებულებას, არც ერთად და არც ცალ-ცალკე და ჯობს, ცალ-ცალკე იყვნენ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ვამხილოთ პოზიციათა განსხვავებები, არათანმიმდევრულობები და არაგულწრფელობები”. – ამბობს იაგო ხვიჩია.