ველდკამპი საქართველოს ხელისუფლებას: განიხილეთ შესაძლო ახალი არჩევნები

პუბლიკა

ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი, კასპარ ველდკამპი აცხადებს, რომ დროა საქართველოს ხელისუფლებამ აღადგინოს საზოგადოების ნდობა ეუთოს რეკომენდაციების განხორციელებით და ამ რეკომენდაციებზე დაყრდნობით განიხილოს შესაძლო ახალი არჩევნები.

„მივესალმები სალომე ზურაბიშვილს სასიცოცხლო ლიდერობისა და საქართველოს ევროპული კურსისადმი ურყევი ერთგულების გამო. უკვე ერთი თვეა ქართველი ხალხი მშვიდობიანად იცავს თავის დემოკრატიულ და ევროპულ მომავალს ქუჩებში, ძალადობისა და დაშინების მიუხედავად. არცერთ მთავრობას არ შეუძლია მათი მოთხოვნის იგნორირება.

OSCE/ODIHR-მა დაადასატურა სერიოზული საარჩევნო დარღვევები და სავარაუდო გაყალბების გამოძიების არარსებობა. დროა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ აღადგინოს საზოგადოების ნდობა ეუთოს რეკომენდაციების განხორციელებით და ამ რეკომენდაციებზე დაყრდნობით შესაძლო ახალი არჩევნების განხილვით“, – ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა, კასპარ ველდკამპმა X-ზე.