შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ან ლინდე საქართველოში 31 ოქტომბერს გამართულ საპარალამენტო არჩევნებს ტვიტერზე ეხმაურება.
„როგორც საქართველოს მეგობარი, შვედეთი იზიარებს ევროკავშირის და ეუთო/ოდირის განცხადებებს საქართველოს არჩევნების შესახებ. განცხადებებში აღნიშნულია, რომ არჩევნები იყო კონკურენტუნარიანი და მთლიანობაში, ფუნდამენტური თავისუფლებები დაცული იყო. ჩვენ ველით, რომ ყველა საჩივარი განიხილება სამართლიანად, გამჭვირვალედ და მკაცრად“, – წერს ან ლინდე ტვიტში.
As friends of Georgia, ?? stands by the statements by ?? & OSCE/ODIHR on the elections in Georgia. The statements note that the elections were competitive and that, overall, fundamental freedoms were respected. We expect a fair, transparent and rigorous handling of all complaints
— Ann Linde (@AnnLinde) November 3, 2020