ველოდებით „სინოვაკის“ 100 ათას დოზას და მიმდინარეობს მოლაპარაკება „სინოფარმის“ ნახევარ მილიონ დოზაზე – გამყრელიძე

პუბლიკა

„ველოდებით დაახლოებით 100 ათას დოზა „სინოვაკს“ და მიმდინარეობს მოლაპარაკება „სინოფარმთან“ დაახლოებით ნახევარ მილიონ დოზაზე. დიდი ალბათობით, მისი ნაწილი შესაძლოა, ივნისში მიიღოს ქვეყანამ“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

გამყრელიძის თქმით, დღევანდელი მონაცემებით აცრა მიმდინარეობს ქვეყნის 32 ჰოსპიტალში. მისივე განმარტებით, აცრის პროცესში ცართულია 61 ბრიგადა და ამ ბრიგადების დღიური გამტარუნარიანობა ჯამში 2 ათასამდეა.

„დღიური აცრის საშუალო მაჩვენებელი დღეს 1300-1400-ის ფარგლებში გვაქვს და როგორც ვამბობ ხშირად, სასურველია, რომ ამ ეტაპზე ეს იყოს 2-3 ათასამდე. ამ ეტაპზე კიდევ მიმდინარეობს გაფართოვება. დაახლოებით ასამდე ჰოსპიტალს მეორედ უტარდება ტრეინინგი დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და ალეგოლოგების მიერ. ვფიქრობთ, რომ მაისის ბოლომდე გავიდეთ სადღაც 250-300 ამცრელ ბრიგადაზე. ამცრელ ბრიგადაზე ვანგარიშობთ დაახლოებით 40-50 აცრას ყოველდღიურად“, – განაცხადა გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მარაგშია AstraZeneca-ს დაახლოებით 11 ათასი დაუჯავშნელი დოზა. მისივე თქმით, დანარჩენი 18 ათასი დოზა უკვე სრულად დაჯავშნილია ან უკვე აცრილი.

„ამის ზემოთ, აპრილის ბოლოს, 30-ში შემოვა 43 ათასზე მეტი AstraZeneca და შემდეგ კიდევ მაისის შუა რიცხვებში შემოვა კიდევ 43 ათასი. ეს ყველაფერი კოვაქსის არხის საშუალებით შემოვა. ამავე დროს იცით, რომ სინოფარმის 100 ათასი დოზაა დასაწყობებული, რომლისთვისაც ჯავშნის ფანჯარა 27-ში გაიხსნება. და 4 მაისიდან დაიწყება აცრები“, – აღნიშნა გამყრელიძემ.