ველოდი, იქნებოდა მოწოდება - „თქვენ დარჩით სახლში, ჩვენ ვილოცებთ თქვენთვის" - ზოიძე

პუბლიკა

„[ველოდი], რომ იქნებოდა მოწოდება, თქვენ დარჩით სახლში – ჩვენ ვილოცებთ თქვენთვის. ხოლო ეკლესიის კარი დარჩებოდა ღია… მაგრამ მოწოდება იქნებოდა, რომ – თქვენ დარჩით სახლში. არა რისკჯგუფები მხოლოდ, არამედ ყველა”, – ამის შესახებ ჯანდაცვის საკითხებში ექსპერტმა, ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ აკაკი ზოიძე „TV პირველის” ეთერში განაცხადა.

„მე ვისურვებდი და მოველოდი, რომ დღეს მოწოდება იქნებოდა ისეთივე, როგორსაც ჩემი კოლეგა ექიმები მოუწოდებენ მოქალაქეებს. ამ ჟამს, ამ მომენტში ეს არის განსაკუთრებული შემთხვევა. საგანგებო მდგომარეობა გამოწვევაა ჯერჯერობით არნახული. „თქვენ დარჩით სახლში, ჩვენ ვიმუშავებთ თქვენთვის”, – ამას ეუბნებიან ექიმები, ექთნები, პოლიციელები, ვისაც უწევთ თავისი პროფესიული მოვალეობის შესრულება”, – განაცხადა ზოიძემ.


საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ანდრია ჯაღმაიძის თქმით, აღდგომის ლიტურგიასთან დაკავშირებით მათ გადაწყვიტეს, რომ „მრევლი მივიდეს 9 საათამდე ტაძარში და მსახურების შემდეგ ტაძარი დილის 6 საათზე დატოვოს. ეს არის შეღავათიანი პირობა ამ რთულ ვითარებაში. მრევლს შეეძლება, სრულყოფილად მიიღოს მონაწილეობა სააღდგომო მსახურებაში”, – აღნიშნა ჯაღმაიძემ.