„ხელოვანების ფონდი“ პეტიციას ავრცელებს.
პეტიციაში ნათქვამია, რომ ხელოვნების სფეროს ყველა პროფისიული მიმართულების წარმომადგენლები, ემიჯნებიან ევროინტეგრაციის პროცესის შეწყვეტას.
პეტიციას ამ დროისთვის 247 ხელმოწერა აქვს.
„მოვითხოვთ: ჩვენი კონსტიტუციის 78 -ე მუხლის უპირობოდ დაცვას, ჩვენს მოქალაქეებზე ძალადობის შეწყვეტას და ქვეყნის ევროპული კურსის დაბრუნებას.
ქვეყანაში შექმნილი უკიდურესად საშიში ვითარება სასწრაფო რეაგირებას საჭიროებს!
ამისთვის მიგვაჩნია:
სასწრაფოდ შეიკრიბონ, ოპოზიციური პროდასავლური კოალიციებისა და პარტიების ლიდერები, საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, ერთადერთი ლეგიტიმური ინსტიტუციის – საქართველოს პრეზიდენტის ქოლგის ქვეშ!
-
შექმნან ერთიანი საკოორდინაციო საბჭო და აიღონ პასუხისმგებლობა სამოქალაქო პროტესტების მშვიდობიან მართვაზე, მთავარი მოთხოვნით – დაინიშნოს ახალი არჩევნები!
-
დააფუძნონ დროებითი წარმომადგენლობითი ორგანო საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის თავმჯდომარეობით .
-
მიავლინონ სპეციალური მისია ბრიუსელში, ევროინტეგრაციის პროცესის აღსადგენად. წარმოადგინონ ქართველი ხალხის ნება და კონსტიტუციური მოთხოვნა – საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით“,- ნათქვამია პეტიციაში.