გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა პრაღაში განაცხადა, რომ ის მომხრეა ევროკავშირის გაფართოების, რომელიც საბოლოოდ უნდა მოიცავდეს დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს – უკრაინას, მოლდოვას და საქართველოსაც. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, შოლცმა მოუწოდა ევროკავშირის ქვეყნებს, რომ „დააახლოონ პოზიციები, მოაგვარონ ძველი კონფლიქტები და იპოვონ ახალი გზები“. მისი თქმით, გერმანია გააგრძელებს კიევის მხარდაჭერას, „რამდენადაც ეს კიევს დასჭირდება“.
Scholz in a speech in Prague: “I’m committed to the enlargement of the European Union – to include the countries of the Western Balkans. And #Ukraine. And #Moldova and, down the line, also #Georgia!”
— Rikard Jozwiak (@RikardJozwiak) August 29, 2022