ვემზადებით დიდი კვლევისთვის, რომელიც ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების სურათს მოგვცემს - გამყრელიძე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, დაახლოებით 10 დღეში იგეგმება დიდი სეროპრევალენტობის კვლევა, რომელიც ჯანდაცვის სპეციალისტებს ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების ზოგად სურათს მისცემს.

„ახლა ვემზადებით დიდი კვლევისთვის ქვეყანაში, სეროპრევალენტობის კვლევისთვის, რომელიც ალბათ 10 დღეში დაიწყება და უნდა მოგცეს ინფორმაცია, ქვეყანაში დაახლოებით რამდენმა ადამიანმა გადაიტანა ვირუსი და რა არის ინფექციის გავრცელების მაჩვენებელი“, – განაცხადა გამყრელიძემ სააკორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.