ვენაში მომხდარ თავდასხმას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, 15 კი დაშავდა

პუბლიკა

„გარდიანის“ ცნობით, ორშაბათს, ღამით, ვენაში მომხდარ თავდასხმას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ერთ-ერთი თავდამსხმელია. ასევე, მძიმედაა დაშავებული 15 ადამიანი.

ავსტრიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, კარლ ნეჰამერმა, თავდამსხმელს „ისლამისტი ტერორისტი“ უწოდა. მისივე თქმით, თავდასხმაში ერთზე მეტი ტერორისტი მონაწილეობდა. ავსტრიის შსს-ს ცნობით, საქმეზე გამოძიება გრძელდება.

წუხელვე, ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ერთ-ერთი თავდამსხმელი გაიქცა. მთავრობამ საზოგადოება გააფრთხილა, რომ გაქცეული პირი შეიარაღებული და საშიში იყო. მოსახლეობას კი შინ დარჩენისკენ მოუწოდა.

როგორც „გარდიანი“ იუწყება, ტერორისტული შეტევა ვენის ცენტრზე კორონავირუსის გამო დაწესებული კომენდატის საათის ამოქმედებამდე დაიწყო.