ვენაში მომხდარ თავდასხმას შინაგან საქმეთა მინისტრი ტერორისტულ აქტს უწოდებს

პუბლიკა

ავსტრიის დედაქალაქ ვენაში, სინაგოგასთან თავდასხმა მოხდა. სროლისას რამდენიმე ადამიანი, მათ შორის, პოლიციის ოფიცერი დაშავდა.

მომხდარს შს მინისტრი “ტერორისტულ აქტად” განიხილავს.

„ეს აშკარა ტერაქტია”, – თქვა მან. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაღუპულია ერთი ადამიანი.

ვენაში ამ დროისთვის მასშტაბური სპეცოპერაცია მიმდინარეობს.