ვენაში, ტეილორ სვიფტის კონცერტები სავარაუდო დაგეგმილი ტერაქტის გამო გაუქმდა

პუბლიკა

ვენაში, ტეილორ სვიფტის კონცერტები სავარაუდო დაგეგმილი ტერაქტის გამო გაუქმდა.

ამის შესახებ CNN-ი წერს.

ავსტრიაში მომღერალის სამი კონცერტი გაუქმდა. ავსტრიის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ დააკავეს ორი პირი, რომლებსაც სავარაუდო თავდასხმის გეგმები ჰქონდათ.

CNN-ის სტატიაში ნათქვამია, რომ დაკავებულების სახლებში პოლიციამ ჩხრეკისას იპოვა ასაფეთქებელი ნივთიერებები.

კონცერტები 8-დან 10 აგვისტოს ჩართვლით უნდა გამართულიყო.

სვიფტის ოფიციალურ გვერდზეც კონცერტები უკვე მითითებულია, რომ გაუქმდა.