ვენეციაში უდიდესი წყალდიდობაა. ვენეციის მერის, ლუიჯი ბრუნაროს შეფასებით, ეს არის შედეგი კლიმატური ცვლილებებისა და წყალდიდობა ქალაქზე თავის კვალს დატოვებს. მისივე თქმით, ზარალი დიდი იქნება.
წყალდიდობას მოჰყვა მსხვერპლიც, დაიღუპა 2 მოქალაქე.
ვენეციის მერის განცხადებით, სიტუაცია დრამატულია და მოუწოდებს იტალიის მთავრობას დახმარებისთვის.
ზიანი მიადგა კაფეებს, მაღაზიებსა და სხვა ტურისტულ ადგილებს. ვენეციაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
ვენეციაში დატბორვის შედეგად წყლის სიმაღლემ 1.87 მეტრს მიაღწია, ხოლო ამაზე მაღალი შედეგი მხოლოდ ერთხელ 1966 წელს დაფიქსირდა, როცა ქუჩებში წყლის სიმაღლე 1.94 მეტრი იყო.
წყლის მაჩვენებელი განსაკუთრებით მაღალი წმინდა მარკოზის მოედანზე დაფიქსირდა და შესაბამისად დაიტბორა სან მარკოს ბაზილიკა, იგივე წმინდა მარკოზის ტაძარი. ის ბოლო 20 წლის განმავლობაში 4-ჯერ დაიტბორა.