ვენეციის კინოფესტივალის პროგრამას პედრო ალმოდოვარის ფილმი დაემატა

პუბლიკა

პედრო ალმოდოვარის ახალი ფილმს – „ადამიანის ხმა“ 2020 წლის ვენეციის კინოფესტივალზე სპეციალური კინოჩვენებების სექციაში აჩვენებენ. ალმოდოვარის მოკლემეტრაჟიან ფილმში მთავარ როლს ტილდა სუინტონი ასრულებს. ფილმი ჟან კოქტოს პიესის მიხედვით არის გადაღებული. „ადამიანის ხმა“ ალმოდოვარის პირველი ინგლისურენოვანი ფილმია.

ვენეციის კინოფესტივალის პროგრამას ასევე დაემატა ამერიკელი მსახიობის, რეჯინა კინგის სარეჟისორო დებიუტი – „ღამე მაიამიში“.

ვენეციის კინოფესტივალი პირველი კინოფესტივალია, რომელიც კორონავირუსის პანდემიის შემდეგ ჩატარდება. ფესტივალი 2-12 სექტემბერს გაიმართება. სრული საფესტივალო პროგრამა იხილეთ ბმულზე.