ევროსაბჭოს ვენეციის კომისიამ გამოაქვეყნა დასკვნა რუსული კანონის FARA-ს, გრანტების შესახებ კანონსა და მაუწყებლობის შესახებ კანონში შესული ცვლილებების შესახებ.
დასკვნის თანახმად:
- რეკომენდებულია „გრანტების შესახებ კანონში” შეტანილი ცვლილებების გაუქმება ან მათი საფუძვლიანად გადახედვა აუცილებლობის, პროპორციულობის და სათანადო დაცვის მექანიზმების უზრუნველსაყოფად.
- „აგენტების შესახებ კანონზე” (რუსული კანონი) ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, რეკომენდირებულია FARA-ს გაუქმება, ვინაიდან მის მიერ დადგენილი სამართლებრივი რეჟიმი კანონის უზენაესობის, სამოქალაქო სივრცისა და დემოკრატიული თავისუფლებების შელახვის რისკს შეიცავს.
- რეკომენდირებულია „მაუწყებლობის შესახებ” კანონში შეტანილი იმ ცვლილებების გაუქმება, რომლებიც კრიტიკული ტელევიზიებისთვის უცხოური დაფინანსების საყოველთაო აკრძალვას ითვალისწინებს, ვინაიდან ეს ძირს უთხრის მედიის პლურალიზმს და არ აკმაყოფილებს აუცილებლობისა და პროპორციულობის სტანდარტებს.
- ვენეციის კომისია ასევე ხაზს უსვამს, რომ ამ კანონების აღსრულების უფლებამოსილება მინიჭებული აქვს ანტიკორუფციულ ბიუროს, რომელსაც მინიჭებული აქვს გადაჭარბებული დისკრეცია, მიუხედავად იმისა, რომ არ გააჩნია დამოუკიდებლობისა და პოლიტიკური ნეიტრალიტეტის საკმარისი გარანტიები.
ვრცლად, ვენეციის კომისიის დასკვნაში წერია:
- „გრანტების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებები მოითხოვს მთავრობის თანხმობას, თუმცა, აღნიშნულ ცვლილებებს არ გააჩნია საკმარისი დასაბუთება, მკაფიო უარის კრიტერიუმები და ეფექტური დაცვის მექანიზმები, რაც ქმნის თვითნებური აღსრულების პოტენციალს. ბიუროს ფართო საგამოძიებო უფლებამოსილებები, მათ შორის დაუყოვნებლივი ყადაღის უფლებამოსილება, მკაცრ პროცედურულ ვადებთან და მკაცრ სანქციებთან ერთად, საფრთხეს უქმნის სამართლიანობას.
- ამიტომ, რეკომენდებულია „გრანტების შესახებ კანონში” შეტანილი ცვლილებების გაუქმება ან მათი საფუძვლიანად გადახედვა აუცილებლობის, პროპორციულობის და სათანადო დაცვის მექანიზმების უზრუნველსაყოფად.
- „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის (TFI კანონი) მიღების შემდეგ, ხელისუფლებამ „უცხოური გავლენის” რეგულირების უფრო ფართო საკანონმდებლო პაკეტი წარადგინა. ეს პაკეტი მოიცავს „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონს (GEOFARA), გრანტების შესახებ კანონში ცვლილებებს, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონს და „პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანულ კანონს. ვენეციის კომისიამ ისინი სისტემური მიდგომით გააანალიზა, რადგან, როგორც აღნიშნულია, ყველა მათგანი არასათანადო უცხოური გავლენის თავიდან აცილებას ისახავს მიზნად.
- GEOFARA იძლევა ძირითადი ტერმინების, განსაკუთრებით „უცხოელი პრინციპალის“, „უცხოელი პრინციპალის აგენტის“ და „პოლიტიკური საქმიანობის“ ყოვლისმომცველ და არაზუსტ განმარტებებს.
- სიცხადისა და სიზუსტის ნაკლებობა ძირს უთხრის განჭვრეტადობას და სამართლებრივ სიცხადეს.
- კანონის ფართო მასშტაბი საშუალებას იძლევა მისი განურჩევლად გამოყენების შესაძლებლობას ცალკეული ადამიანებისა და ორგანიზაციების ფართო სპექტრის მიმართ, უცხოელ აქტორთან რაიმე ფაქტობრივი საქმიანი ურთიერთობის მიუხედავად, ისე, რომ ეს არც აუცილებელი ჩანს და არც პროპორციული. „უცხოელი პრინციპალების აგენტების“ იარლიყი თავისთავად ახდენს სტიგმატიზებას და შემაფერხებელ ეფექტს ქმნის გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლებაზე.
- ვალდებულებები, რომლებიც დაკისრებულილა „უცხო ქვეყნის პრინციპალის აგენტებზე” მოიცავს დეტალურ რეგისტრაციას, ანგარიშების ხშირად ჩაბარების ვალდებულებას, აღრიცხვას და მასალების მონიშვნას. ასეთი ვალდებულებები მოიცავს ფართო და გაურკვეველ ფორმულირებებს და არის შემაწუხებელი და არაპროპორციულ ტვირთი, რაც კიდევ უფრო აფერხებს სამოქალაქო ჩართულობას.
- აღსრულების უფლებამოსილება აქვს ანტიკორუფციულ ბიუროს, რომელსაც მინიჭებული აქვს გადაჭარბებული დისკრეცია, მიუხედავად იმისა, რომ არ გააჩნია დამოუკიდებლობისა და პოლიტიკური ნეიტრალიტეტის საკმარისი გარანტიები.
- FARA-ს დარღვევა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას იწვევს; თუმცა, დანაშაულის აღწერის ფართოდ ჩამოყალიბებული დებულებები არასრული ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. მათ არ გააჩნიათ საჭირო განჭვრეტადობა და გამართლება, ხოლო მკაცრი სანქციები ვერ აკმაყოფილებს პროპორციულობის სტანდარტს. ბუნდოვანი დებულებების, ფართო უფლებამოსილებებისა და არასაკმარისი დაცვის მექანიზმების კომბინაცია თვითნებობის, შერჩევითი სამართლიანობისა და პოლიტიკურად ბოროტად გამოყენების რისკებს ქმნის.
- მთლიანობაში, FARA-ს მიერ შექმნილი სამართლებრივი გარემო ქმნის კანონის უზენაესობისთვის, სამოქალაქო სივრცეებისა და დემოკრატიული თავისუფლებებისთვის ძირის გამოთხრის საფრთხეს. „გამჭვირვალობის შესახებ კანონის” (რუსული კანონი) მიღების პარალელურად, ის ქმნის კიდევ უფრო მეტი დაბნეულობას და გაურკვევლოას. გამჭვირვალობის შესახებ კანონზე” ვენეციის კომისიის ადრინდელი დასკვნის შესაბამისად, რეკომენდირებულია FARA-ს გაუქმება.
- რაც შეეხება გრანტების შესახებ კანონს, მასში შესული ცვლილებები ითვალისწინებს უცხოური გრანტების წინასწარი მთავრობის მიერ დამტკიცების ზოგად მოთხოვნას, თუმცა მას არ გააჩნია აუცილებლობისა და პროპორციულობის თვალსაზრისით დასაბუთებული დასაბუთება. გარდა ამისა, შესწორებები არ ითვალისწინებს უარის თქმის მკაფიო და ობიექტურ კრიტერიუმებს და შეიცავს დაცვის არასაკმარის ზომებს, რაც ამ კანონის თვითნებური ან დისკრიმინაციული გამოყენების ფართო შესაძლებლობას ტოვებს.
- ანტიკორუფციული ბიუროს ფართო საგამოძიებო და აღსრულების უფლებამოსილებები, მათ შორის დაუყოვნებლივი ყადაღის უფლებამოსილება, შეზღუდულ პროცედურულ ვადებთან და არაპროპორციულ სანქციებთან ერთად, კიდევ უფრო უთხრის ძირს სამართლიანობას და სათანადო პროცესს.
- ამ ნაკლოვანებების გათვალისწინებით, რეკომენდებულია ცვლილებების გაუქმება. სულ მცირე, ცვლილებები საფუძვლიანად უნდა გადაიხედოს იმის უზრუნველსაყოფად, რომ ნებისმიერი შეზღუდვა აუცილებელი, პროპორციული და მკაფიოდ განსაზღვრული იყოს და რომ მათ თან ახლდეს ძლიერი პროცედურული და სასამართლო დაცვის მექანიზმები.
- მაუწყებლობის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები ითვალისწინებს ტელევიზიებისთვის უცხოური დაფინანსების საყოველთაო აკრძალვას ფართო დეფინიციის მქონე ტერმინის, „უცხო ძალის” გამოყენებით.
- ამ აკრძალვით ვერ უზრუნველყოფს, განასხვავოს დაფინანსება, რომელიც ნამდვილად საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ მთლიანობას და დაფინანსება, რომელიც მხარს უჭერს ლეგიტიმურ ჟურნალისტურ და სამოქალაქო საქმიანობას და არ ითვალისწინებს ნაკლებად ინტრუზიულ ალტერნატივებს. ეს ძირს უთხრის მედიის პლურალიზმს და ეწინააღმდეგება აუცილებლობისა და პროპორციულობის სტანდარტებს. ამიტომ, რეკომენდებულია აკრძალვის გაუქმება.
- რაც შეეხება „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანულ კანონს, მასში შეტანილი ცვლილებები სრულად უკრძალავს პოლიტიკურ პარტიებს, ქართული ან უხოური იურიდიული პირებისგან ან ასოციაციებისგან მიიღოს ისეთი მხარდაჭერა, როგორიცაა უფასო ლექციები ან სემინარები. ეს ცვლილებები უცხოური დაფინანსების უფრო ფართო შეზღუდვების ნაწილია. ვინაიდან პოლიტიკური პარტიები მმართველობაში ცენტრალურ როლს ასრულებენ, ასეთი ზომები ჯდება ეროვნული დისკრეციის დასაშვებ ფარგლებში.
ამ სფეროში კანონმდებლობის შემდგომი შემუშავებისას მნიშვნელოვანია შემდეგი რეკომენდაციების გათვალისწინება:
- სისტემური მიდგომის შემოღება, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ერთმანეთის პარალელურად და კულმულციურად არ იქნას მიღებული მრავალი საკანონმდებლო აქტი.
- გამოყენების ფარგლების დავიწროება ძირითადი ტერმინების ზუსტი განმარტებით და აღმასრულებელი ორგანოების დისკრეციის შეზღუდვით, იმის უზრუნველყოფით, რომ კანონი გამოიყენება მხოლოდ ეროვნული უსაფრთხოებისთვის აშკარა და კონკრეტული რისკის არსებობის შემთხვევაში;
- მასტიგმატიზებელი ტერმინის, „უცხოელი პრინციპალის აგენტის“ ან ნებისმიერი ეკვივალენტის გამოყენების თავიდან აცილება და იმ მთხოვნის გაუქმება, რომლითაც ფიზიკური პირების ან ორგანიზაციებს ასეთი იარლიყების გამოყენება მოეთხოვებათ.
- უზრუნველყოფილ იქნას, რომ სანქციები მკაფიოდ არის განსაზღვრული, არის აუცილებელი და პროპორციული, თვითნებური აღსრულების თავიდან აცილებისა და სამართლებრივი დარწმუნებულობისა და განჭვრეტადობის პრინციპების დაცვის გარანტიებით;
- დაინერგოს ძლიერი პროცედურული დაცვის მექანიზმები, მათ შორის – დამოუკიდებელი აღმასრულებელი ორგანოები, შეტყობინების მკაფიო მოთხოვნები და ეფექტური საშუალებები ნებისმიერი დანიშვნის, ზომის ან სანქციის გასაჩივრებისთვის.
ვენეციის კომისია ასევე გასცემს რეკომენდაციას, მომავალში საქართველოში კანონმდებლობის მიღების პროცესში გამოყენებული იქნას ინკლუზიური მიდგომა, რათა უზრუნველყოფილი იყოს მისი ლეგიტიმურობა.