უკრაინის გენერალური პროკურორის ცნობით, რუსი ჯარისკაცი კიევის ოლქის ერთ-ერთ სოფელში ოჯახში შეიჭრა, მამაკაცი მოკლა და ქალი გააუპატიურა.
მომხდარის შესახებ ირინა ვენედიქტოვა ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში წერს. მისი თქმით, ჯარისკაცის ძებნაზე უკვე გაიცა ორდერი და მას ბრალს წაუყენებენ.
„კიევის ოლქის ბროვარსკის რაიონის ერთ-ერთ სოფელში რუსი დამპყრობელი სახლში შეიჭრა და მამაკაცი მოკლა, შემდეგ კი მთვრალმა სამხედრომ თანამზრახველთან ერთად იარაღის მუქარით არაერთხელ გააუპატიურა მოკლულის ცოლი და ბავშვსაც იარაღით დაემუქრა.“ – წერს ვენედიქტოვა.