„ვერ ვხედავ რაიმე სახის პრობლემას“ – სამადაშვილი „რესპუბლიკელების“ გადაწყვეტილებაზე

პუბლიკა

„ვერ ვხედავ ამაში რაიმე სახის პრობლემას. არაა საჭირო ბნელ ოთახში კატის ძებნა, რომელიც იქ არაა. ამ რთული და საინტერესო ისტორიის პარტიას საკუთარი ნიშა უჭირავს ჩვენს პოლიტიკურ სპექტრში, რომელიც არ იზომება მხოლოდ მათი მხარდამჭერების რაოდენობით და ვფიქრობ, ენმ-ის ღირებული პარტნიორია”, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა, „რეპუბლიკელების” გადაწყვეტილების კომენტირებისას.

მისი თქმით, გასაგებად თქვა „რესპუბლიკურმა პარტიამ“, რომ არ აპირებს ამ პარლამენტის მანდატების გამოყენებას, „ანუ პარლამენტში შესვლას. ტაქტიკურად, თუ როდის მიმართავენ პარლამენტს უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით, ვფიქრობ, მათ, როგორც ბლოკის წევრ დამოუკიდებელ პარტიას, შეუძლიათ ავტონომიურადაც მიიღონ.

ოპოზიციის ერთიანობა ივანიშვილმაც ვერ დაშალა. იმედია, ოპოზიციას ჭკუა ეყოფა, განხეთქილების კერები თავად არ შექმნას”, – წერს სამადაშვილი.

„რეპუბლიკელების“ გადაწყვეტილებით, „რადგან გრძელდება მოლაპარაკებების პროცესი საერთაშორისო ფასილიტაციით და მასში მონაწილეობა მნიშვნელოვანია შექმნილი კრიზისის გათვალისწინებით, ჩვენს მიერ ხელმოწერილი განცხადებებით საპარლამენტო მანდატებზე უარის თქმის თაობაზე პარლამენტს მივმართავთ დაუყოვნებლივ ამ პროცესის დამთავრების შემდეგ”.