ვერანაირ გარანტიას ვერ გავცემთ ოპოზიციის შიშებზე, შეუწყდებათ თუ არა დეპუტატის მანდატი – მდინარაძე

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ დეპუტატმა, მამუკა მდინარაძემ ოპოზიციის წარმომადგენელი დეპუტატებისთვის მანდატის შეწყვეტაზე კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ამ საკითხზე დღეს პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება, ხვალ კი – შეხვედრა უმრავლესობის ფორმატში, რომელზეც მიიღებენ გადაწყვეტილებას.

„რაც შეეხება მანდატების შეწყვეტა-არშეწყვეტას, ამ საკითხთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ შევიკრიბებით დღეს პოლიტსაბჭოს, ხვალ უმრავლესობის ფორმატში და გავივლით, საბოლოოდ რა გადაწყვეტილებას მივიღებთ. მათ ვერანაირ გარანტიას შიშებზე ვერ მივცემთ, მოხდება შეწყვეტა, თუ არა. უკვე იგრძნობა, რომ მათი უმრავლესობის ნებაც კი არ არის, რადგან არის მათი მხრიდან გარკვეული კითხვები, კომუნიკაცია და მძაფრი კითხვები ოპოზიციური არხების მხრიდან. ჩემს პირად აზრს პოზიციას არ ვიტყვი, რადგან ამან გადაწყვეტილების დროს შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს, ამაზე მსჯელობა დღეს და ხვალ უნდა იყოს“, – განაცხადა მდინარაძემ