ვერანაირი რევოლუცია ვერ მოხდება, ამაზე ნურც იოცნებებენ - გომელაური

პუბლიკა

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური დღეს ნდობის ჯგუფის დახურულ სხდომას დაესწრო. შეხვედრაზე მან სამინისტროში 2020 წელს განხორციელებულ და სამომავლოდ დაგეგმილ, ასევე, სახელმწიფო საიდუმლოებასა და პროგრამებთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ მან ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ ვერანაირი რევოლუცია ვერ მოხდება და ამაზე ოპოზიცია „ნურც იოცნებებს“.

„წლებია საუბრობენ რევოლუციაზე. რა თქმა უნდა, მე ვიტყვი, რომ სისულელეა, ვერანაირი რევოლუცია ვერ მოხდება, ჩვენს ჩვენს მოვალეობას შევასრულებთ ყოველთვის. ხელისუფლების ცვლილება რა თქმა უნდა, უნდა მოხდეს  ყოველთვის არჩევნებით და არა რევოლუციით. ამაზე ნურც იოცნებებენ“- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.