გუშინდელი ინციდენტის დროს თბილისში, ვერაზე დაჭრილი 20 წლის ბიჭი გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ „პუბლიკას“ ხეჩინაშვილის კლინიკის დირექტორმა დაუდასტურა. ინციდენტის შემდეგ პაციენტი მრავლობითი ჭრილობებით სწორედ ამ კლინიკაში მოათავსეს.
როგორც კლინიკის დირექტორმა მაია მახარაშვილმა აღნიშნა, ბიჭი კლინიკაში კრიტიკულ მდგომარეობაში მოათავსეს, რის გამოც მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში „პუბლიკას“ განუცხადეს, რომ გამოძიება 108-ე და 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.