ვერაზე თოდუას კლინიკის ახალი ფილიალი - „თოდუას კლინიკა ვერა“გაიხსნა

რეკლამა

ვერაზე, იაკობ ნიკოლაძის 10 ნომერში, თოდუას კლინიკის ახალი ფილიალი – „თოდუას კლინიკა ვერა“ გაიხსნა. უახლესი აპარატურითა და ტექნოლოგიებით აღჭურვილი ფილიალი, პაციენტებს მაღალკვალიფიციური, პროფესიონალი ექიმების მომსახურებას სთავაზობს.

კლინიკის პაციენტებს უნიკალური შესაძლებლობა აქვთ ერთ სივრცეში სრული ამბულატორიული სერვისი მიიღონ:რადიოლოგია (კტ, მრტ, ულტრაბგერა, რენტგენი, მამოგრაფია ტომოსინთეზით, დენსიტომეტრია), ენდოსკოპია,ლაბორატორიული კვლევები, ნევროლოგია,კარდიოლოგია, ენდოკრინოლოგია,რევმატოლოგია, გასტროენტეროლოგია,გინეკოლოგია, უროლოგია, ალერგოლოგია,დერმატოლოგია/ ონკოდერმატოლოგია, კლინიკური ონკოლოგია, პლასტიკური ქირურგია, საოჯახო მედიცინა. ასევე,გამოიკვლიონ  ინფექციური სნეულებები და ჯანმრთელობის პროფილაქტიკური შემოწმების მიზნით, „ჩექაფ“ სერვისი მიიღონ.

კლინიკას ახალი მიმართულება პედიატრია დაემატა. პედიატრიული მომსახურების მიღება მხოლოდ ვერის ფილიალში იქნება შესაძლებელი.

თიბისი 2007 წლიდან თოდუას კლინიკის ფინანსური პარტნიორია. თიბისისთვის, ბიზნესის მხარდაჭერის ფარგლებში, ჯანდაცვა ერთ-ერთი პრიორიტეტული სექტორია და ამ მიმართულებით, ბანკის ბაზრის წილი 54%-ია.