ვერც ერთი ჯანდაცვის სისტემა ვერ გაუძლებს, თუ ჩვენ ყველა ერთად გავხდებით ავად – იმნაძე

პუბლიკა

„თუ არ დავიცავთ ელემენტარულ წესებს, ვერც ერთი ჯანდაცვის სისტემა ვერ გაუძლებს “, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ მოსალოდნელ ეპიდვითარებაზე საუბრისას.

„მე რასაც ვამბობ ხოლმე, პასუხს ვაგებ ჩემს სიტყვებზე და ეს არ არის დაშინება. ეს არის ხოლმე იმ სამწუხარო რეალობის დანახება, რაც მოგველის. თუ არ დავიცავთ ელემენტარულ წესებს, ამას კიდევ გავიმეორებ, ვერც ერთი ჯანდაცვის სისტემა, სულ რომ გერმანული საავადმყოფოდან გადმოვიტანოთ თავისი გერმანელი ექიმებით, ვერ გაუძლებს, თუ ჩვენ ყველა ერთად გავხდებით ავად და ეს მოხდება, თუ არ დავიცავთ ელემენტარულ წესებს. აი, ეს არის რეალობა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ვერც ერთი სისტემა, ვერც ერთი ექიმი, ვერც ერთი საავადმყოფო ვერ გაუძლებს!“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.