ვერცერთ არგუმენტს ვერ მეტყვით, რატომ არ უნდა მიეღო პარლამენტს ეს გადაწყვეტილება - მდინარაძე მელიაზე

პუბლიკა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძემ „ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების საკითხზე პლენარული სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა.

მისი თქმით, ოპოზიციას არ აქვს არც ერთი სამართლებრივი არგუმენტი, თუ რატომ არ უნდა მიეღო პარლამენტს მელიასთის იმუნიტეტის შეჩერების გადაწყვეტილება.

„თუკი ვინმე ოდნავ ობიექტურად ამ პროცესს დააკვირდება, ვერცერთ არგუმენტს, გარანტიას გაძლევთ,  გარდა ზოგადი პოლიტიკური და სპეკულაციური არგუმენტისა, ვერ დადებს, თუ რატომ არ უნდა დაეჭირა მხარი პარლამენტს მაშინ, როდესაც ადამიანი პირდაპირ ამბობს, რომ მე გავდივარ კანონის ჩარჩოებიდან და უარს აცხადებს გირაოს გადახდაზე, რომელიც სასამართლოს მიერ აქვს დაკისრებული.

ერთადერთი სამართლებრივი არგუმენტი ოპოზიციის ხელში არის ის, რომ იმწუთასვე არ დაიჭირეს და არ დაუმძიმეს ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიება. ამაზე შეიძლება ვიდავოთ, მაგრამ ეს არ არის არგუმენტი იმისთვის, რომ არ უნდა დაუმძიმდეს,” – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

88 მომხრე, 2 წინააღმდეგი – პარლამენტმა დღეს პლენარულ სხდომაზე ნიკა მელიასთავის იმუნიტეტის შეჩერებას მხარი დაუჭირა.

„გავრილოვის დავალება შესრულებულია და ამას ძალიან ძალიან ძალიან კარგად ხედავს ბევრი ადამიანი“, – ასე გამოეხმაურა თავად ნიკა მელიამ პალრამენტის გადაწყვეტილებას.