უკრაინის რეინტეგრაციის მინისტრისა და ვიცე-პრემიერის ირინა ვერეშჩუკის თქმით, უკრაინის ხელისუფლება კიევში რჩება და გაქცევას არ აპირებს.
„პრეზიდენტი ადგილზეა. ადგილზე არიან მინისტრები. ჩვენ არსად არ გავრბივართ, ბოლო წუთამდე“, – განაცხადა ირინა ვერეშჩუკმა.
დღეს, 24 თებერვალს, დილით, რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. ვლადიმერ პუტინმა ოფიციალურად გამოაცხადა სამხედრო ოპერაციის დაწყება. იბომბება უკრაინული ქალაქები. უკრაინას უტევენ სახმელეთო ჯარებიც.